LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტფონი ბიომეტრიული დაცვით

79

ცოტა ხნის წინ, ბერლინში, სამომხმარებლო ტექნიკის ყოველწლიური გამოფენა  IFA 2015 გაიმართა, სადაც ჩინურმა კომპანიამ ZTE წარმოადგინა ახალი სმარტფონი Axon Elite. ტელეფონი მონაცემებით დიდად არ გამოირჩევა: 5,5 დუიმიანი დისპლეი, 8 ბირთვი, ოპერატიული მეხსიერება 3 გიგაბაიტი, ოპერაციული სისტემა Lolipop 5,0.

თუმცა, გამოფენაზე, ჩინური სმარტფონი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, საქმე კი რამდენიმე საფეხურიან, ბიომეტრიული დაცვის სისტემაშია. სიახლეს შეუძლია თითის ანაბეჭდის იდენტიფიცირებაც, თვალის სკანირებაც და მფლობელის ხმის ამოცნობაც. სმარტფონი თვის ბოლოს გამოვა გაყიდვაში. Axon Elite ევროპაში 420 ევრო ეღირება.

12027228_1026934137346996_3323571751036865285_o

12010726_1026934160680327_204879693872615769_o

11958125_1026934157346994_8199138347220081976_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები