LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Smart-მა განახლებული EQ და forFour წარადგინა (ფოტო)

121
smrt-news

ბრენდმა Smart განახლებული კაბრიოლეტები EQ fortwo და EQ forfour წარადგინა. ელექტროქარებმა ძარის წინა ნაწილის განსხვავებული დიზაინი, თანამედროვე მედიაკომპლექსი, ონლაინ-სერვისებზე წვდომა და გაზრდილი პერსონალიზაცია მიიღეს.

მინიკუპერების რესტაილინგმა დიზაინის რადიკალური ცვლილება არ გამოიწვია. თუმცა, ბრენდი „ახალი ერის“ დასაწყისზე თამამად საუბრობს. fortwo და forfour ერთმანეთისგან კარებების რაოდენობით და წინა ბამპერით განსხვავდებიან. ავტომობილებს რადიატორის ბადეებიც განსხვავებული ფორმისა და გაფორმების აქვთ.

რაც შეეხება სალონს, დეტალური კადრები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება და ბრენდში აქცენტი ონლაინ-სერვისებზე გააკეთეს. მათ შორის აღსანიშნავია საპარკინგე ადგილის მოძებნის, დაცვის და გატაცების საწინააღმდეგო სისტემები. ასევე სმარტის მძღოლს იმის გაგებაც შეუძლია ჩაეტევა თუ არა მოზრდილი ზომის ბარგი საბარგულში.

და ბოლოს, მოდელი 82 ძალის ელექტროძრავითაა აღჭურვილი და 60 კმ/სთ-ის განვითარება 4,8 წამში შეუძლია, სვლის მარაგი კი 159 კმ-ს შეადგენს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები