სლოვენიაში შემომსვლელ ყველა მგზავრს, 16 აგვისტოდან, თვითმფრინავით ან გემით ქვეყანაში შესვლამდე მოუწევს შეავსოს სპეციალური ფორმა: digital passenger tracking form (DPLF), რომელიც განთავსებულია web-აპლიკაციაზე – Enter Slovenia: https://www.policija.si/enterslovenia/en
ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც მკითხველს სხვა ინფორმაციასაც აწვდის, კერძოდ:
-
ტრანზიტულ მგზავრებს, რომლებიც რჩებიან აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, არ დასჭირდებათ ფორმის შევსება (თუკი მგზავრი რაიმე მიზეზით არ დატოვებს აეროპორტს).
-
თვითმფრინავის ან გემის ეკიპაჟს არ მოეთხოვება dPLF -ფორმის შევსება.