სლოვენია საქართველოს ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერს. ამის შესახებ სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ Twitter-ზე დაწერა.
„სლოვენია საქართველოს ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერს“, – წერს იანეზ იანშა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა.
Slovenia supports #EU membership for Georgia ?? https://t.co/CZA3CC7omC
— Janez Janša (@JJansaSDS) March 3, 2022