საბერძნეთის შემდეგ, ახლა უკვე სლოვაკეთში – საზოგადოების ნაწილი კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებს, პოლიცია კი აქციის დასაშლელად ცრემლსადენ საშუალებებს იყენებს.
დღეს, ასობით დემონსტრანტმა სლოვაკეთის პარლამენტის შესასვლელი გადაკეტა და შენობას კვერცხები და სხვადასხვა ნივთი ესროლა.
მოქალაქეების პროტესტი იმ კანონპროექტმა გამოიწვია, რომლეზეც დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელეს – ხელისუფლების ინიციატივის მიხედვით, არავაქცინირებულ ადამიანებს საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და მასობრივ ღონისძიებებზე მისვლას აუკრძალავენ.
სლოვაკეთში, სადაც 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინაციის პროცესი გაჭიანურდა.
ოფიციალური მონაცემებით, 22 ივლისისთვის, სრულად ვაქცინირებულია ქვეყნის მოსახლეობის 34%.