LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვაკეთის მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის

147
სლოვაკეთი

სლოვაკეთის მთავრობის განცხადებით, ისინი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდიან. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

“თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა კალინიაკმა ნატო-ს გენერალურ მდივანს უკრაინისთვის სლოვაკეთის მარაგებიდან სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი უკრაინას “ჰუმანიტარული, სამოქალაქო და ტექნიკური არალეტალური დახმარების საკმაოდ ფართო სპექტრს” სთავაზობს.

განაცხადების თანახმად, საერთაშორისო პარტნიორები “სრულიად სცემენ პატივს” სლოვაკეთის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები