სლოვაკეთი გამონაკლისის დაშვებას ითხოვს, თუ რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მიერ ემბარგო დაწესდება. საკითხზე სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროში ისაუბრეს.
„თუ საქმე შეეხება რუსული ნავთობის დამტკიცებულ ემბარგოს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი პაკეტის ნაწილს, მაშინ სლოვაკეთი მოითხოვს მისთვის გამონაკლისის დაშვებას“, – განაცხადეს სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროში Reuters-ის კითხვებზე საპასუხოდ.
ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმაც განაცხადა, რომ გაფართოებული სანქციები, რომლებიც შეეხება ნავთობსა და გაზს, მისთვის „წითელი ხაზი“ იქნება.