LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SKY UP AIRLINES უკვე ქუთაისშია – იხილეთ თვითმფრინავის დაშვების კადრები (ვიდეო)

234
skyup-620x404

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ SKY UP AIRLINES დაიწყო. პირდაპირი რეგულარული რეისები ხარკოვიდან და ოდესიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით უკვე შესრულდა. რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს ბოინგ 737-800 ხორციელდება.

შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ოპერირების დაწყება, სრულ თანხვედრაშია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად ქცევა ჰქვია.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ საქართველოში და კონკრეტულად ქუთაისში ოპერირების დაწყებით”, – აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები