თბილისის “დიღმის პარკის” ტერიტორიაზე გახსნილ სკვერში “მცირე ბიბლიოთეკა” განთავსდა წარწერით – “დააბრუნე ან შეცვალე.” მოსახლეობას შეუძლია, სკვერში დასვენების დროს უფასოდ წაიკითხონ წიგნები, ან სახლში წაიღონ, ხოლო შემდგომ კვლავ დააბრუნონ.
ამ დროისთვის სკვერი სრულად კეთილმოწყობილია. დაგებულია დეკორატიული ფილა, დასრულებულია გამწვანების სამუშაოები. პარკში განთავსებულია დეკორატიული სკამები, ურნები და დამონტაჟებულია განათების ბოძები. ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობი ატრაქციონები.
სკვერის გახსნისა და “მცირე ბიბლიოთეკის” ინიციატივა დიდუბის რაიონის გამგეობას ეკუთვნის. იდეა სამშენებლო კომპანია „3D სერვისმა“ განახორციელა.