LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკრიპალების საქმე: პოლიციის ვარაუდით, რუსეთიდან ჩატანილი წიწიბურა, შესაძლოა, „ნოვიჩოკს“ შეიცავდა

84

გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, პოლიცია ვარაუდობს, რომ რუსეთიდან ჩატანილი წიწიბურა, შესაძლოა, ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკს“ შეიცავდა.

სკრიპალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დაკითხა ქალი, რომელმაც სკრიპალებს რუსეთიდან წიწიბურა ჩაუტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი სკრიპალმა ქალიშვილს რუსეთიდან წიწიბურის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების ჩამოტანა სთხოვა. თუმცა იულია სკრიპალს წიწიბურის ჩატანა დაავიწყდა და ამის გაკეთება სთხოვა ქალს, რომელიც დიდ ბრიტანეთში სხვა რეისით ჩაფრინდა.

შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები