LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკრიპალები 50-დან 100 გრამამდე თხევადი „ნოვიჩოკით” მოწამლეს – The New York Times

62

ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს 50-დან 100 გრამამდე თხევადი „ნოვიჩოკით” მოწამლეს. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.

ოფიციალური ლონდონი ირწმუნება, რომ სკრიპალების მოსაწამლად „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები