საქართველოში ბოლო ზარი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით ტარდება. წელს მე-12 კლასელებს ბანკეტის გამართვის უფლება არ ექნებათ.
პანდემიის მიუხედავად სკოლებში სადღესასწაულო განწყობა მაინც იგრძნობა.
მე-12 კლასელებს ბოლო ზარი სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„ბოლო ზარს გილოცავთ და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას. წარმატება “! – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მე-12 კლასელებს სწავლის დაწყებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
„დასრულდა კიდევ ერთი სასწავლო წელი და დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. ეს იმ პოზიტიურ დასასრულებს შორის ერთ-ერთია, რომელიც უკეთესი, გამოწვევებით სავსე ცხოვრების ახალი ეტაპისკენ ხსნის კარს.
სკოლის წლები ყოველთვის ტკბილად გაგახსენდებათ, მაგრამ წინ ახალი აღმოჩენები, ინტერესები, წარმატებები და გამარჯვებებია. თითოეულ ბოლოკლასელს გილოცავთ დღევანდელ დღეს და თქვენთან ერთად მთელ ქვეყანას ვუსურვებ ნათელ, ბედნიერ მომავალს, რადგან თქვენი მომავალი ქვეყნის მომავალია.
გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ!”.- წერს ირაკლი კობახიძე ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
როგორ ჩატარდება წელს ბოლო ზარი – განათლების სამინისტროს რეკომენდაციები