LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის მოსწავლე პედაგოგს სექსუალური ძალადობაში ამხელს – გამოძიება მიმდინარეობს

235
1553

ხარაგაულის ერთ-ერთი სოფელში სკოლის პედაგოგი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. როგორც ცნობილია, მასწავლებელმა არასრულწლოვან უფროსკლასელთან სექსუალური აქტის დამყარება სცადა.

მოსწავლის თქმით, მასწავლებელმა გაკვეთილების მერე საკლასო ოთახში დარჩენა სთხოვა, რა დროსაც პედაგოგი მას ინტიმურ ადგილებზე შეეხო. დაზარალებულმა სკოლის ადმინისტრაციას წერილობით მიმართა და სექსუალური ძალადობის ფაქტზე მოკვლევის დაწყება მოითხოვა.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ძალადობის ფაქტზე არასრულწლოვანმა მას  ორჯერ მიმართა: ერთხელ ზეპირი, შემდეგ კი წერილობითი განცხადებებით. დირექტორის განმარტებით, მსგავსი ქმედება მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დარღვევაა, რის გამოც, მან შესაბამის ორგანოებს მიმართა. ელგუჯა ხარაიშვილი სამართალდამცავებმა განცხადების დაწერიდან ერთ კვირაში დააკავეს.

პედაგოგის ოჯახის წევრები ბრალდებას არარეალურად მიიჩნევენ. მათი აზრით, ეს ისტორია სკოლის მოსწავლემ მოიგონა, ამის არგუმენტად კი მოზარდისა და მასწავლებლის ნათესაურ კავშირს ასახელებენ. დაკავებულის ახლობლების თქმით, განცხადების მიღების შემდეგ სკოლის დირექტორი მასწავლებელს სამსახურის დატოვებას აიძულებდა, რათა ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ 60 წლამდე მამაკაცი  მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 13-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაზარალებულის ოჯახი მომხდარზე საუბრისგან თავს იკავებს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები