LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის გუნდი სპილოებს ეთამაშა: სპილო-მარადონას გოლი და არ დადოთ ფსონი (ვიდეო)

209

ტაილანდის სკოლის საფეხბურთო გუნდი სუპერ მძიმეწონის მეტოქეებს გაეჯიბრა – სპილოებს.

თამაშის დაწყებამდე ცხოველების ზურგზე მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების დროშები დახატეს. თავიდან ცხოველების მულტინაციონალური გუნდი თითქოს უფრო რაგბის თამაშობდა, ვიდრე ფეხბურთს. მაგრამ მალე არგენტინის დროშიანმა „ფეხბურთელმა“ მარადონას სტილში ბურთი ზუსტად გაგზავნა კარში. მატჩში ჯარიმაც დაფიქსირდა და სპილოებმა ცოცხალი კედელიც აღმართეს. დაინიშნა პენალტიც. საბოლოოდ კი შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ეს შეჯიბრი იმ კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ახალგაზრდებს აზარტული თამაშებისა და ფსონების დადების მანკიერება შეაგნებინონ. ტაილანდში ფულზე თამაში კანონით ისჯება. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მაისიდან მოყოლებული საფეხბურთო მატჩების შედეგებით ფულის შოვნის მცდელობისთვის 722 ადამიანი დაიჭირეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები