სირიაში, იდლიბში სკოლის დაბომბვის ამსახველი ვიდეოჩანაწერები ინტერნეტით ვრცელდება. ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და ექვსი მასწავლებელი დაიღუპა.
„ეს ტრაგედიაა და თუ განზრახ გააკეთეს, სამხედრო დანაშაულია,“ – ნათქვამია „იუნისეფის“ აღმასრულებელი დირექტორის, ენტონი ლეიკის განცხადებაში.
ლეიკის თქმით, თავდასხმა, შესაძლოა, სირიაში ომის განმავლობაში სკოლაზე ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყოს.
იდლიბში მდებარე სოფელი ჰასი ალეპოდან 70 კმ-ს დაშორებით მდებარეობს.
https://www.youtube.com/watch?v=9VGkP2kHOWA