თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შვილის სკოლიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისმა მოზარდმა შვილმა რამდენიმე თანაკლასელთან ერთად „მოლოტოვის კოქტეილები“ გააკეთეს და სკოლასთან ახლოს გამოსცადეს.
„სკოლიდან დამირეკეს, შენმა ბიჭმა და მისმა რამდენიმე კლასელმა მოლოტოვის კოქტეილები გააკეთეს და სკოლასთან ახლოს გამოსცადესო. რას მირჩევთ რა ვქნა, შევაქო თუ პირიქით?“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქში.