LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებთან შესაძლოა განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები ამოქმედებს – ახალი ინიციატივა

112

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხების შესწავლა დაიწყო.

მათი მიზანია სასკოლო ზონის პრინციპი დაინერგოს, სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული და თანამედროვე სტანდარტები იმოქმედებს.

“ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გვსმენია უშუალოდ სკოლების მიმდებარედ, ამ ადგილებში ყოფილა ბავშვთა მსხვერპლიც. გვაქვს მიზანი, რომ დაიწყოს “სასკოლო ზონის” პრინციპის დანერგვა, სადაც იმოქმედებს საგზაო უსაფრთხოების განსაკუთრებული და თანამედროვე სტანდარტები.

ამისთვის, პირველ რიგში საჭიროა აღრიცხვიანობა, რის შემდეგაც ვგეგმავთ მივმართოთ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია “სახიფათო სკოლების” შესახებ”, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.