LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბულინგი სახელდება – ნინო ლომჯარია

91

სკოლებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბულინგი სახელდება, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის კვლევაშია აღნიშნული. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, მოსწავლეების 47.7 პროცენტი ასახელებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თანაკლასელებში ფიზიკური ჩაგვრის შემთხვევებზე სმენია, ან შესწრებია. ამასთან, კიდევ უფრო მაღალია სიტყვიერი ჩაგვრის შემთხვევები.

მოსწავლეების 65.8 პროცენტი აცხადებს, რომ სხვა მოსწავლეების ჩაგვრის ფაქტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სმენია, ან უნახავს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჩაგვრის მიზეზი მრავალგვარია და მოიცავს როგორც რასობრივ, ეთნოკულტურულ და რელიგიურ კუთვნილებას, ასევე სექსუალურ ორიენტაციას, შეზღუდული შესაძლებლობასა და სოციალურ სტატუსს.

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ კვლევა 64 საჯარო და კერძო სკოლაში ჩაატარა. კვლევა მოიცავდა სამ სამიზნე ჯგუფს: მე-7 – მე-12 კლასის მოსწავლეებს, იმ საგნის პედაგოგებს, რომელთა სასაწავლო პროგრამაც მოიცავს ადამიანის უფლებების ასპექტებსა და სკოლების ადმინისტრაციას. კვლევაში მონაწილეობა 1 480 ადამიანმა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები