განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ახალ ინიციატივაზე – სკოლებში ვაშლების დარიგების თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ ბავშვებმა სიახლე აიტაცეს და ოჯახებმაც ჯანსაღი კვების საკითხს ყურადღება მიაქციეს.
„სკოლებში, სადაც ჩვენ არ მიგვიტანია ვაშლები, ბავშვებმა მიიტანეს და მიირთმევენ. ოჯახებმა მიაქციეს ყურადღება თავისი შვილების ჯანსაღი კვების საკითხს“, – განაცადა ჯეჯელავამ 61–ე სკოლის გახნის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან.
თბილისის სკოლებში ბავშვებს ვაშლებს ურიგებენ – ჯეჯელავა ადრე გახმოვანებულ ოცნებას ისრულებს.
ვაშლების დარიგების პროგრამა, რამდენიმე დღის წინ, კლასიკური გიმნაზიიდან დაიწყო. სკოლებში ბავშვებს ვაშლები კვირაში ერთხელ დაურიგდებათ და მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ისახავს