LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებსა და უნივერსიტეტებში ბულინგი შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს

89
6d150a26-f655-40a5-8a4d-b39540761ffc-GettyImages-854198472

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში დაცინვას კრიმინალის კლასიფიკაციას აძლევს. დამნაშავეებს 45 ათასი ევროთი დააჯარიმებენ და შესაძლოა 3 წლით ციხეშიც ჩასვან.

თუკი ბულინგის მსხვერპლმა სუიციდი ჩაიდინა ან სცადა მაინც ამის გაკეთება, მაქსიმალური სასჯელი შესაძლოა 10 წლამდე და 150 ათას ევროიან ჯარიმამდე გაიზარდოს.

დამცირებისთვის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებსაც დაეკისრებათ.

ეროვნული სტატისტიკის სააგენტოს ინფორმაციით, ბულინგის მსხვერპლი ყოველწლიურად 700 ათასი ფრანგი მოსწავლე ხდება.

ევროპა ბულინგს სხვადასხვა მეთოდებით ებრძვის. მაგალითად, მადრიდის სკოლებში მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც ვალდებული არიან რომ მსგავსი შემთხვევების შესახებ სასწრაფოდ შესაბამის ორგანოებს აცნობონ. საფრანგეთში მოსწავლეებს სკოლაში სმარტფონების მიტანა აუკრძალეს. ამ გზით სოციალურ ქსელებში აგრესიის შემცირება სურთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები