LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლები მომზადებულები არიან, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია მათი მხრიდან შესრულებულია – ეკატერინე დგებუაძე

119
ekaterine

ხვალიდან საქართველოს 10 ქალაქში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სკოლებში, სადაც სწავლება საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს სრული მზაობაა.

10 ქალაქის გარდა, 18 იანვრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

„რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლად არსებულ საჯარო სკოლებს, აქ სასწავლო პროცესი აღდგება საკლასო ოთახში, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტროს მომართავს საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ან სკოლა, იქნება დასაბუთებული, რატომ უნდა გადავიდეს კონკრეტული სკოლა დისტანციურზე, სამინისტრო ამ შემთხვევაში მას გადაიყვანს დისტანციურ სწავლებაზე. სხვა შემთხვევაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.

რაც შეეხება მზაობას, მზაობა არსებობს, მომზადებულები არიან სკოლები, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებს დაუწერა, არის შესრულებული. რა თქმა უნდა, გაზაფხულიდან მოყოლებული საჭიროებისამებრ ვცვლით, გადავდივართ დისტანციურზე, ან ვბრუნდებით საკლასო ოთახებში, თუ იქნება ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია.”-აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები