LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Skoda–მ შექმნა აპლიკაცია, რომელიც ავტომობილის დაზიანების ხარისხს ხმით ცნობს

103
skodanwews2010

ჩეხურმა ბრენდმა Skoda–მ თავისი ახალი პროდუქტის – Sound Analyzer–ის დატესტვა დაიწყო. მობილური აპლიკაცია ავტომობილის დაზიანებას ხმით ცნობს. ამჟამად ჭკვიან პრობრამას 10–მდე დაზიანების ამოცნობა შეუძლია და ბრენდის 245 დილერმა მისი დატესტვა 14 ქვეყანაში დაიწყო.

პროგრამის მუშობის მეთოდი ასეთია: ის უნდა ჩართოთ იმ ადგილთან ახლოს, საიდანაც ავტომობილი უცნაურ ხმას გამოსცემს. ამ ხმაურს მიკროფონი იწერს და შემდეგ მისი გაანალიზება ხდება. ხელოვნური ინტელექტი ხმას საბაზისო ხმის შაბლონებთან შეადარებს და თუკი დამთხვევა იქნება, ავტომობილის მფლობელს სასწრაფოდ შეტყობინება გაეგზავნება.

ხელოვნურ ინტელექტს 10–მდე შაბლონის ამოცნობა შეუძლია, მათ შორისაა –  საჭის მექანიზმის პრობლემა, რობოტიზირებული ტრანსმისია და სხვა ელექტრონული სისტემების ხარვეზები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები