LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სკიჯიმ” ჩაის წარმოება დაიწყო

113

ნატურალური, ქართული, ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელმა კომპანიამ ”სკიჯი” პროდუქციის ასორტიმენტი გაზარდა და ჩაის წარმოება დაიწყო.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, დირექტორმა დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, ამ ეტპაზე ”სკიჯი” ჩაის ორ სახეობას აწარმოებს – ხილის ჩაის და ხილისა და ხმელი ყვავილების ჩაის მიქსს.

”ჩვენი ჩაი გამორჩეულია მისი მრავალფეროვანი არომატით. ხილის ჩაის ვამზადებთ რამდენიმე სახეობის ხილის მიქსით. ესენია: ალუბალი, თეთრი ბალი, მუშმალა, ლიმონი, მარწყვი. რაც შეეხება ხილისა და ხმელი ყვავილების ნაზავს, ამ შემთხვევაში, ხილის აღნიშნულ სახეობებს ემატება იის, აკაციის, ცახცხვის, ლიმნისა და მანდარინის ყვავილების არომატები”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა ხილის შემოსვლის პარალელურად, ჩაის გემოვნური თვისებები შეიცვლება. კომპანია სამომავლოდ ჩაის ხაზის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

”საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, ვაპირებ, ჩაის ხაზი კიდევ უფრო გავზარდო, ასევე დავხვეწო შეფუთვაც. ამ ეტაპზე ”სკიჯის” ჩაი 50 გრამიან შეფუთვაში იყიდება  და მისი ღირებულება 2,50 ლარია”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

ჩაის წარმოებამდე ”სკიჯიმ”  ჩაისთვის არომატული მინარევების დამზადება დაიწყო. ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი საწარმო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხიდისთავში მდებარეობს. საწარმოში 3 ადამიანია დასაქმებული. „სკიჯი“ 5000 ლარით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმის ხელშემწყობი პროექტით დაფინანსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები