LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკიჯი ISO სერტიფიკატის მისაღებად ემზადება: ქართული ჩირი ევროპაში გავა

401

ნატურალური სოფლის ნუგბარის მწარმოებელი კომპანია ”სკიჯი” ISO სერტიფიკატის მისაღებად ემზადება. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ახლო მომავალში ევროპის ბაზარზე გავა. როგორც ”ფორტუნას” ”სკიჯის” დამფუძნებელმა და დირექტორმა დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ISO სერტიფიკატის მისაღებად საჭირო პროცედურები.

”გვინდა, რომ ”სკიჯი” საოჯახო ბიზნესის ფარგლებს გასცდეს. ახლა მინი საწარმო სახლში გვაქვს მოწყობილი და აქ მზადდება ჩვენი პროდუქცია. უახლოეს პერიოდში კი ვგეგმავთ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საშუალო ზომისა და სიმძლავრის ქარხნის მშენებლობა დავიწყოთ, რომელშიც 5-6 ადამიანი დასაქმდება”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”სკიჯი” ქარხნის მშენებლობას 2017 წლის ბოლომდე დაიწყებს.

”ახალი საწარმო შესაძლებლობას მომცემს, უფრო თამამი ვიყო გაყიდვებში და გავზარდო მარაგები. ამ ეტაპზე გურული ნუგბარით მხოლოდ დედაქალაქს ვამარაგებ. მინდა, რომ მალე ბათუმსა და ქუთაისში შევიდე. სამომავლო გეგმებში კი ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გასვლაც განიხილება”, -განმარტა ”სკიჯის” დამფუძნებელმა და დირექტორმა.

ცნობისთვის, ”სკიჯის” ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი საწარმო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს და მასში 3 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, აქვე კომპანია საკუთარ საოჯახო ტიპის სასტუმროსაც ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები