„სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ბიუჯეტის მიმართ არსებული 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ“, – ასე მიმართა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე, სადაც „პიჯაკების საქმის“ განხილვა მიმდინარეობს.
რატომ უწოდა მიხეილ სააკაშვილმა პროკურორს – „ბინძური მატყუარა“
თავს მშვენივრად ვგრძნობ – სააკაშვილი მოსამართლეს
სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. მხარეები პროკურორების აცილების შუამდგომლობაზე კამათობენ. სააკაშვილის ადვოკატები პროკურორებს მიკერძოებულობასა და საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განმარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა „სრული სამართლებრივი აბსურდია და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.