LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვას ხშირად აპატიე, მაგრამ საკუთარ თავს არასდროს!“ – ლორინ ჰილის ცნობილი გამონათქვამები

294
ლორენ ჰილი

„თუ ვინმეს შეყვარება გსურს, ჯერ პატიება ისწავლე“, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ლორინ ჰილმა, რომლის აზრით პატიება ადამიანის ყველაზე დიდი ტალანტია.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ლორინ ჰილის ცნობილ გამონათქვამებს:

შეყვარებულ ქალს ყველაფრის პატიება შეუძლია, თუმცა არაფერს ივიწყებს.

ქალი ბუნებით კეთილია, რადგან იმასაც პატიობს მამაკაცისთვის, რაც მას არასდროს ჩაუდენია.

მამაკაცისთვის ღალატის აღიარება – საკუთარი თავის პატიებაა.

ზუსტად ისე გვპატიობენ სხვები, როგორც ჩვენ გვინდა მათი პატიება.

ის, ვისაც არასდროს უპატიებია მტრისთვის, არც ყველაზე სასიამოვნო გრძნობა განუცდია ცხოვრებაში.

ნუ შეგეშინდება იმის გაცემა, რაც უფასოდ მიიღე.

მხოლოდ მათთან ვკამათობ, ვინც მართლა მიყვარს.

თუ ადამიანს სულის ნაწილს აძლევ, იმედი ნუ გექნება, რომ უკან დაგიბრუნებს.

სხეულის სურვილები ყოველთვის ჯაბნიან სულის მოთხოვნილებებს.

სიმართლე ყველაზე საძულველი, მიუღებელი რამაა სამყაროში.