LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვადასხვა დაწესებულებაში “მწვანე პასპორტის” ვალდებულების საკითხი განიხილება – გამყრელიძე

118
1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, “სხვადასხვა დაწესებულებაში “მწვანე პასპორტის” დაწესების სავალდებულოობა განიხილება. 

ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ BM.GE-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით, “მწვანე პასპორტის” ამოქმედებას ეხებოდა.

რაც შეეხება საჯარო და სხვა დაწესებულებებში მწვანე პასპორტის ვალდებულების საკითხს, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამაზე საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობენ:

“სხვადასხვა დაწესებულებაში “მწვანე პასპორტის” დაწესების სავალდებულოობა განიხილება. ზოგიერთ ქვეყანაში საჯარო დაწესებულებაში ვერ შეხვალ, თუ “მწვანე პასპორტი” არ გაქვს, ანუ უნდა იყო ან ორჯერადად აცრილი ან უნდა გქონდეთ PCR, ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდი უნდა გქონდეს გადატანილი.

ზოგიერთ ქვეყანაში სამასპინძლო დაწესებულებებში ვერ შეხვალთ “მწვანე პასპორტის გარეშე”, ზოგ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით გადაადგილება იზღუდება. ჩვენც წარდგენილი გვაქვს ასეთი პაკეტი და საკოორდინაციო საბჭოზე ეს განიხილება.” – თქვა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები