Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სხეულის დაზიანება მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად მიიღეს – “საქართველოს რკინიგზა” – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხეულის დაზიანება მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად მიიღეს – “საქართველოს რკინიგზა”

99
rkinigza_axali

“საქართველოს რკინიგზა” მწუხარებას გამოთქვამს ზესტაფონში სამუშაო ადგილზე მუშების დაშავების გამო. როგორც რკინიგზაში განმარტავენ, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, უბედური შემთხვევა მოხდა. მათივე განცხადებით სხეულის დაზიანება ორმა თანამშრომელმა მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად მიიღო.

მათი ინფორმაციით, დაშავებულებს გაეწიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

[related_news id=”201382″ align=”right”]

„სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ერთად მიმდინარეობს გამოძიებასთან თანამშრომლობა, რის შედეგადაც დადგინდება უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს,“- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები