LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდინავიური ღვინის აკადემიის სასწავლო პროგრამაში ქართულ თემატიკას შეიტანენ

64
291182003_3098739890437660_3065403112649383981_n

ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში, დანიის სამეფოში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე სკანდინავიური ღვინის აკადემიის დანიის ფილიალის მენეჯერ თომას ილკაერს შეხვდა. შეხვედრაზე დავით ტყემალაძემ ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის სახელმწიფო პოლიტიკასა და გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანია, ისევე როგორც სკანდინავიის სხვა ქვეყნები, მნიშვნელოვანი ახალი მიმართულებაა.

მხარეებმა კონკრეტული თანამშრომლობის და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის გეგმები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ თომას ილკაერის ღვინის აკადემიაში ათეულობით მეღვინე, რესტორნების და ღვინის ბარების მფლობელია გაწევრიანებული. შესაბამისად, აკადემიის სასწავლო პროგრამაში ქართული თემატიკის შეტანა ხელს შეუწყობს საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლებას.

ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კოპენჰაგენში, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კომპანიის „Georgisk vin“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ, მათ შორის, სომელიების სკოლის მენეჯერი, სომელიები, ღვინის ტურების ორგანიზატორები, ღვინის ონლაინ ჟურნალის გამომცემლები და ღვინის მწერლები.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა დანიის სანეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ, რომელმაც ქართული ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდზე და მის რვაათასწლიან ისტორიაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა; მოეწყო პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები