LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალური წერილი: პატიმარი ე.წ. ციანიდის საქმის ოქროს მოწმის სპეცსამსახურებთან კავშირზე წერს

61

ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ახლა სასჯელს მატროსოვის ციხეში იხდის, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით „კურიერს“ წერილს უგზავნის. წერილი მატროსოვის ციხიდან, პატიმარ ირაკლი ფირცხალავას ხელმოწერით, 15 ივნისით თარიღდება.

ირაკლი ფირცხალავა წერილში პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმის შესახებ საუბრობს. უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურების აგენტი ჯერ კიდევ მისი ძალოვან უწყებაში მუშაობის დროს გახდა და დარწმუნებულია, რომ ციანიდის საქმეც ირაკლი მამალაძის ფარული საქმიანობის გაგრძელებაა.

ბრალდებების მთავარი ადრესატი და პროკურატურის მთავარი მოწმე, ირაკლი ფირცხალავას წერილის შინაარსს კატეგორიულად უარყოფს.

ციხიდან გამოგზავნილ კიდევ ერთ წერილში დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ სცენარისტად, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ასახელებს. სოსო გოგაშვილი, ჟურნალისტებს და მთავარ შეკითხვებს გაურბის.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე, „კურიერთან“ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოქმედ პირებს იხსენებს და დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს კონკრეტული წარმომადგენლების და სპეცსამსახურების ერთობლივი სპეცოპერაციის მსხვერპლია.

მატროსოვის ციხიდან გამოგზავნილი წერილის მთავარმა ადრესატმა და პროკურატურის ოქროს მოწმემ, ირაკლი მამალაძემ სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა. დაკავებული დეკანოზის საქმის განხილვა ორშაბათს გაგრძელდება.

წყარო: რუსთავი 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები