LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალური განცხადება გიორგი სანაიას მკვლელობაზე – ვინ ადებს ხელს ღარიბაშვილის სიმამრს

728
სანაია
გიორგი სანაიას მკვლელობის ახალ დეტალებზე მოწმე კონსტანტინე ციხისთავმა ვახო სანაიას გადაცემაში ვრცლად ისაუბრა. ციხისთავი წარსულში კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი იყო.როგორც ცნობილია, ის წლების განმავლობაში ციხეში იჯდა და საპატიმრო მან რამდენიმე თვის წინ დატოვა. “ფორმულას” ინფორმაციით, კონსტანტინე ციხისთავი ჰყვება, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიაშვილმა დაგეგმეს და შეასრულეს. 

ციხისთავის თქმით, ვინაიდან ჭიჭიაშვილის დაგჯუფების წევრი იყო, პირადად მოისმინა, როგორ მისცა ჟურნალისტის მოკვლის დავალება თამაზ თამაზაშვილმა კრიმინალურ ავტორიტეტს. მოტივი კი ის იყო, რომ გიორგი სანაია, თავისი ჟურნალისტური საქმიანობით, პანკისში მათ გეგმებს ხელს უშლიდა.

გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლეს.

სისხლის სამართლის საქმეებზე ხანდაზმულობის ვადა 25 ან 30 წელია. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება, უწყებამ გამოძიება უნდა დაიწყოს.