“მთავარი არხი” “ვანო შოუს” დასაანონსებლად ოფიციალურ “ფეისბუქგვერზე” ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თათია სულუაშვილი ირმა ინაშვილის პაროდიას აკეთებს.
ვიდეოში “პატრიოტთა ალიანსის” პაროდისტი, “ვანოს შოუში” მოტოციკლეტით მიდის და თავის ცნობილ ფრაზას “მოდი აქა!”-ს იყენებს.
მოტოციკლეტზე სულუაშვილთან ერთად, ვასო ფხაკაძეც ზის სვანური ქუდით, რომელიც სავარაუდოდ, ემზარ კვიციანს განასახიერებს.
“ვანოს შოუ” ეთერში პარასკევს 22:00 საათზე გავა.