LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალი გრძელდება – დომინიკ ვესტის ცოლი საცხოვრებლად დედასთან გადავიდა

240
dmnwst202929

ცნობილი ხდება, რომ დომინიკ ვესტისა და ლილი ჯეიმსის გარშემო აგორებული სკანდალი გრძელდება. საჯარო შერიგების შემდეგ, ვესტსა და მის ცოლს შორის ისევ უთანხმოებაა. დასავლური მედია წერს, რომ კეტრინ ფიჯერალდი დეპრესიაშია და ამჯერად საცხოვრებლად დედასთან გადადის. ის ირლანდიაში გაემგზავრა, სადაც მის გასამხნევებლად მთელი ოჯახი შეიკრიბება.

ამ დროისთვის ფოტოგრაფები გამუდმებით დარაჯობენ კერტინ ფიჯერალდს სახლთან, თუმცა, ის გარეთ არ გამოდის. ამბობენ, რომ სწორედ საოჯახო შეკრების შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა ის ვესტთან მომავალში.

შეგახსენებთ, რომ დომინიკ ვესტისა და ლილი ჯეიმსის რომანტიკული ფოტოები რომიდან, გამოცემა „დეილი მეილმა“ ორი კვირის წინ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები