LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკაიპით რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრდა, მაშინ სკაიპითაც შეიძლებოდა ბავშვების გაკეთება: ანზორ მელია

422
ანზორ მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 9 მილიონზე მეტი ემიგრანტია გასული. აღნიშნული განცხადება მან ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„მე მინდა, მერიის თანამშრომლებს მივმართო, მე “ბაბა იაგა” არ ვარ. ვინც ღირსეულია, ვინც კვალიფიციური თანამშრომელია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ზუგდიდი და არაა გადასული ფულის შოვნაზე, ყველანი დარჩებიან, მაგრამ შეივსება ახალგაზრდა ნიჭიერი კადრებით, რომლებიც საქმის მცოდნენი იქნებიან. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ კორუფციისგან მერია.

ბოლო 9 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ქართველია გასული ემიგრანტად. ბავშვები დედის სითბოს, დედის სუნის გარეშე იზრდებიან. რომ შეიძლებოდეს სკაიპით ბავშვების გაზრდა, მაშინ სკაიპითაც შეიძლებოდა ბავშვების გაკეთება. ჩვენ ღირსეულად უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი საქართველოში.

სკოლებში კვება უფასო უნდა იყოს. 14 ათასამდე ბავშვს უფასო საკვები უნდა ჰქონდეს. პენსიონერებს უნდა გავუზარდოთ პენსია და რაც მთავარია, ჩავუსხოთ ხვალინდელი ბედნიერი დღის იმედი. ხმა მომეცით, 30-ში მოდით. ნუ შეგეშინდებათ ამათი. უარი ზეწოლას. ყველა ერთად დავდგეთ. ჩემი გუნდი თქვენს ხმებს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე დაიცავს. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. ჩემი ტელეფონი, როგორც ექიმი ანზორ მელიასი, სულ ჩართული იყო, ასევე იქნება მერი ანზორ მელიას ტელეფონიც“, – აცხადებს ანზორ მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები