Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” – კონსტანტინე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” – კონსტანტინე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

330
5koko

“ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე შვიდი წლის განმავლობაში არაფერი კეთდებოდა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს ადრეც თქმულიყო. უკეთესი იქნებოდა, ამდენ დროს არ დავკარგავდით, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ – ასე გამოეხმაურა კონსტანტინე გამსახურდია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ზვიად გამსახურდიას ოჯახი პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ძვრებს ელოდება. ამ იმედს ოჯხის წევრებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის დღევადელი განცხადება უჩენს.

“რა თქმა უნდა, ახლა ეს პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ საქმის რაკურსიდან თუ შევხედავთ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. როდესაც ამხელა პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანი შეეხება ამ საქმეს, რა თქმა უნდა ეს საქმის გამოძიებისთვის კარგია.

კიდევაც რომ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოპულისტური მხარე, ეს მაინც კარგია. ზვიად გამსახურდიას ფიგურა დღეს მაინც რაღაცნაირად კრავს ამ დაგლეჯილ ქვეყანას, სადაც ქვეყნის პოლიტიკური სისტემა დაყოფილი და ერთმანეთს წაკიდებულია. ამ მხრივ არის ზვიად გამსახურდიას ფიგურა სრულიად უნიკალური,“ – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს. მისი შეფასებით, ის რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია ქვეყნის დიდი სირცხვილია.

ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის გამოძიება უკვე 26-ე წელია უშედეგოდ მიმდინაროებს, ბოლო სიალხე 2015 წელს იყო , როდესაც საქმეს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს.