პაპი ფრანცისკე კათოლიკე ეკლესიას 2013 წლის 13 მარტიდან ხელმძღვანელობს მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი პაპი, უწმინდესი ბენედიქტე XVI, გადადგა და კონკლავმა ხმათა უმრავლესობით პონტიფიკოსად არგენტინის კარდინალი, ხორხე მარიო ბერგოლიო, აირჩია. კარდინალმა ბერგოლიომ თავის სახელად ისურვა წმინდა ფრანცისკე ასიზიელის სახელი, რომელიც გამოირჩეოდა უბრალოებით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და გაჭირვებულთადმი მზრუნველობით.
პაპი ფრანცისკე ოცამდე წიგნის ავტორი და თანაავტორია. კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღვრობის გარდა, იგი ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის პოლიტიკური ხელმძღვანელიცაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში.
“ხშირად ვხედავთ ადამიანებს, თითქმის ყოველდღე დადიან ეკლესიაში, მაგრამ ტოვებენ თუ არა მის კედლებს, განაგრძობენ ხალხის სიძულვილს და მათთვის ცუდის კეთებას. ეს ორმაგი ცხოვრებაა. თუ ეკლესიაში დადიხართ, შესაბამისად მოიქეცით, იყავით სხვებისათვის მაგალითი
როცა ლოცულობ, ნუ მოიქცევი როგორც ფარისეველი,რამდენჯერ მოგვისმენია ის, რომ ასეთ კათოლიკედ ყოფნას, უმჯობესია ათეისტი იყო”
“როდესაც ვლოცულობ, ხანდახან მეძინება. წმინდა ტერეზასაც ასე ემართებოდა ხოლმე”.
“ვინც ბავშვივით თავს დაიმდაბლებს, ის საკუთარი თავით ღარიბია, ღმერთით კი მდიდარი.”
“ქალთა მიმართ ყველა სახის ძალადობა ღვთის შეურაცხყოფაა. რამდენჯერ გამოუყენებიათ ქალის სხეული რეკლამისთვის, მოგების მიღებისთვის, პორნოგრაფიისთვის. ქალის სხეული უნდა გათავისუფლდეს ამ ყველაფრისგან. მას პატივი უნდა ვცეთ. დღეს დედობაც დაკნინებულია, რადგან ერთადერთი ზრდა, რაც გვაინტერესებს, ეს ეკონომიკური ზრდაა”
“წყვილებს შორის სექსი ტაბუ კი არა, ღვთისგან ბოძებული დიდი საჩუქარია და კარგი იქნება, თუ ქალსა და კაცს შორის ვნებიანი სიყვარული მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება”
“ნებისმიერი განსხვავებულობა, ეთნიკური, ენობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური, უნდა იქცეს არა წარმოშობილ უთანხმოებათა დაპირისპირებასა და გაუთავებელ ტრაგედიაში გაზრდის საბაბად, არამედ სავსებით შესაძლებელია ის იქცეს ურთიერთგამდიდრების წყაროდ”
“ქართული მდიდარია ძმობის გამომხატველი სიტყვებით, მათ შორისაა “შენ გენაცვალე”
“აუცილებელია, რომ თითოეული ჩვენგანის გულებში უპირველესი ადგილი ეკავოს ადამიანის ბედს, ამ სიტყვის კონკრეტული გაგებით. მოთმინება და ძალისხმევა არ დავიშუროთ, რათა უთანხმოება ძალადობაში არ გადაიზარდოს, რაც ეგზომ აზარალებს ადამიანსა და საზოგადობას”.