ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სიყვარულზე წერს.
გიორგი მაისურაძეს არაჩვეულებრივი ტექსტი ჰქონდა ამას წინ სიყვარულზე, – სიყვარულში ის არის მოგებული, ვინც მეტს გრძნობსო. აი აგერ, ვიზუალური დასტური, როგორ ივსება ყველა “ჭურჭელი”, შეყვარებულობისას და ყველა უჯრედში მოძრაობას იწყებს ბედნიერება, ჩვენ რომ შინაურულად პეპლებს ვეძახით. ივსება არა როცა გვიყვარებენ, არამედ, როცა გვიყვარდება. ხოდა არასდროს არ იწუწუნოთ “იდეალური სიყვარულის” არქონის გამო. ყველაფერი იდეალურია, რაც ჩვენში ხდება და აი დარდი, თუ ზოგჯერ სიყვარულის ობიექტი აზრზეც არაა, ან სულაც არ ადარდებს, როგორ გემოვნებით და სასარგებლოდ გამოიყენებთ მის მოყვანილ პეპლებს.
არტთერაპიაში ჩართულმა ძველმა ჯგუფმა იანვრიდან “ურთიერთობებში გასარკვევი” ჯგუფური თერაპიის დაგეგმვა მთხოვა, ხოდა მგონი პეპლების საჭერი ბადეების დამზადებით უნდა გავხსნათ სეზონი და თერაპიასაც “პეპლების მართვა” დავარქვათ”,- წერს ნათია ფანჯიკიძე.
შეგვიძლია თუ არა შვილებისთვის ვიყოთ კეთილი ჯადოქრები