„სიყვარულს ასაკი არ აქვს“ – ეს გახლავთ მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი შერის პირველი კომენტარი თავის ახალ რომანზე. უკვე რამდენიმე თვეა 76 წლის მუსიკოსი 36 წლის პროდიუსერს, ალექსანდერ ედვარდს ხვდება. წყვილი ერთად უკვე ბევრჯერ გადაიღეს. მედიის ცნობით შერი უკვე დაინიშნა კიდეც, ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში გიგანტური ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდის ფოტო გაავრცელა.
ამჯერად შეყვარებულები კოცნის დროს მოხვდნენ ობიექტივში. ჰოლივუდში გამართულ ღონისძიებაზე ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ.
ინსაიდერის ცნობით, შერი ძალიან შეყვარებულია ედვარდსზე, თუმცა დაოჯახებას ჯერ არ ჩქარობს.
76 წლის შერისა და მის 36 წლის საქმროს „სუპერ ბოულის“ წვეულებაზე ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ