LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულო ძალსა შენსა“ – 76 წლის შერი 40 წლით უმცროს „სათამაშო ბიჭთან“ ერთად პაემანზე გამოჩნდა

87
Untitled.pngSDFSDF

შერი და მისი ახალი შეყვარებული, 36 წლის ალექსანდერ ედვარდსი დასავლეთ ჰოლივუდში, რესტორანში პაემანზე მიმავალნი გადაიღეს. წყვილი ხელიხელჩაკიდებული მიაბიჯებდა და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა. 76 წლის შერი საყვარელ მამაკაცს თვალებში უყურებდა და გრძნობებს ვერ მალავდა.

შერის შავი ორეული ამშვენებდა, ედვარდსი კი ხავერდის შარვალსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი.

„სათამაშო ბიჭი“, – სწორედ ამ ეპითეტით მოიხსენიებენ ტაბლოიდები ალექსანდერ ედვარდს.

ცნობისთვის, მომღერალმა ედვარდსთან სასიყვარულო კავშირის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას დაადასტურა.

„სიყვარულმა მათემატიკა არ იცის! ჩვენ თავის გასამართლებელი არაფერი გვაქვს, კაცთმოძულეები კაცთმოძულეებად დარჩებიან. ჩვენ ბედნიერები ვართ და არავის ვაწუხებთ ამით“, – დაწერა შერიმ

76 წლის შერიმ 40 წლით უმცროსი გულის სწორი გამოაჩინა

„სიყვარულმა მათემატიკა არ იცის“ -76 წლის შერი 40 წლით უმცროს სატრფოზე „ტვიტერზე“ წერს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები