LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარული სიყვარულია“ – 77 წლის შერი 40 წლით უმცროს შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს

129
page

შერი და ალექსანდერ ედვარდსი უკვე ორი წელია ერთმანეთს ხვდებიან. წყვილი გლამურულ ღონისძიებებზე ერთად ხშირად ჩნდება. ამჯერად 77 წლის არტისტმა „ტვიტერზე“ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა. შერი ედვარდს კალთაში უზის და მას სახეზე თბილად ეფერება.

„სიყვარული სიყვარულია“, – ასე დაასათაურა ფოტო მომღერალმა.

ცნობისთვის, მათ შორის 40 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ამის გამო შერი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თუმცა ვარსკვლავისთვის ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს.

„მე დავრწმუნდი, რომ გვიანი არასდროს არის. როცა ვინმე გიყვარს, არ ფიქრობ იმაზე, რამდენ ხანს გასტანს ყოველივე ეს. უნდა ვიცხოვროთ მომენტით. მე მასთან საოცრად ბედნიერი ვარ, ის მე ბევრს მაცინებს და ჩვენ უზომოდ ბევრს ვმხიარულობთ“, – აცხადებს არტისტი 40 წლით უმცროს მეგობარ მამაკაცზე.

„გაიჩინეთ 40 წლით უმცროსი მამაკაცი და თქვენც მუდამ ახალგაზრდა იქნებით!“ – 77 წლის შერი აცხადებს, რომ ალექსანდერ ედვარდსი მიმოწერით გაიცნო და ის სწორედ ამ პროცესში შეუყვარდა

„ლეგინსებში“ გამოწყობილი 77 წლის შერი, 40 წლით უმცროს ბოიფრენდთან ერთად, ბედნიერებისგან ბრწყინავს

შერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები