LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული პანდემიის დროს და კოცნა პირბადით – ლედი გაგასა და მაიკლ პოლანსკის ფოტოები ინტერნეტს იპყრობს

297
38274194-0-image-a-123-1611176748909

20 იანვარს, მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ იყო მიპყრობილი. ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე მთავარი ჰედლაინერი მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი, 34 წლის ლედი გაგა გახდა, რომელმაც აშშ-ს ეროვნული ჰიმნი შესანიშნავად შეასრულა.

ფოტო/ვიდეო: ლედი გაგა და ჯეი ლო - აშშ-ს ახალი მომავლის ღირსეული ჰედლაინერები

ლედი გაგამ დენიელ როუზბერის ბრენდ Schiaparelli-სთვის შექმნილი კაბა მოირგო, ჯენიფერ ლოპესმა კი კლასიკურ, თეთრი ფერის სამოსზე შეაჩერა არჩევანი, მას „შანელის“ კოსტიუმი ეცვა

ვარსკვლავი იდეალურად გამოიყურებოდა, მას  დენიელ როუზბერის ბრენდ Schiaparelli-სთვის შექმნილი კაბა ეცვა, რომელიც მუქ ლურჯ და წითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი.

არტისტს გვერდს ახალი რჩეული, 36 წლის მაიკლ პოლანსკი უმშვენებდა, ისინი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდნენ, როდესაც ერთმანეთს კორონავირუსის დამცავი პირბადეებით კოცნიდნენ.

ცნობისთვის, ლედი  გაგა და მაიკლ პოლანსკი 2019 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს და როგორც ჩანს საქმე სერიოზულადაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები