LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული დაფრინავს: მათთვის, ვისაც ფრენის დროს სექსით დაკავება სურთ, აშშ-ში სპეციალური ავიარეისები შესრულდება

257
love-cloud-jet

ამერიკულმა კომპანია Love Cloud-მა (ანუ „სიყვარულის ღრუბელი“) გადაწყვიტა სპეციალური ავიარეისები დაეწყო იმ ადამიანებისთვის, ვინც ფრენის დროს სექსით დაკავებაზე უარს არ იტყოდა.

New York Post-ის ინფორმაციით, ორძრავიანი თვითმფრინავი 45-დან 90 წუთამდე ხანგრძლივობის რეისებს ასრულებს. ბორტი საკმაოდ კომფორტულადაა მოწყობილი – ლეიბებით, ბალიშებით, სექსუალური თეთრეულით და იქვეა პატარა სუფრაც, რომელსაც კლიენტის სურვილის მიხედვით შეავსებენ.

პილოტი მგზავრებისგან ფარდითაა გამოყოფილი, თუმცა სიყვარულით დაკავებულებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან კაპიტანს მუდმივად ხმაურის დამხშობი ყურსასმენი უკეთია.

საინტერესოა, რომ 45 წუთიანი ფრენის ღირებულება 995 დოლარი იქნება, დროის ზრდასთან ერთად ფასიც მოიმატებს.

Love Cloud აქამდე რომანტიკული ფრენებით იყო დაკავებული და ბორტს პაემნებისა და ხელის თხოვნის ცერემონიებისთვის აქირავებდა. ამიერიდან კი სერვისების გაფართოება და საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები