LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული ბებიასა და შვილიშვილს შორის – სამუდამოა

4481
BeFunky-collage (4) (1)

ბებიები ის ადამიანები არიან, რომლებსაც დახმარებისთვის ყოველთვის შეგვიძლია მივმართოთ. უარს კი არასდროს არაფერზე გვეტყვიან – არც ტორტის ნაჭერზე და არც კარგ რჩევაზე. მათი სიბრძნე უსაზღვროა.

ჩვენ შევაგროვეთ საუკეთესო გამონათქვამები ბებიებზე. მათი წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, თუ რამდენს ვკარგავთ, როცა მათ ვივიწყებთ.

ბებია გულში თბილი ჩაკვრა და ტკბილი მოგონებაა. მას ყველა თქვენი წარმატება ახსოვს და ყველა თქვენი შეცდომა ავიწყდება (ბარბარა კეიჯი)

ეს განსაკუთრებული ადამიანები, ყოველთვის ნახულობენ დროს მოსმენისთვის, სათამაშოდ, ზოოპარკში სტუმრობისთვის, ფიქრისთვის, სიცილისთვის, სიმღერისთვის, გასეირნებისთვის, კითხვისთვის. ისინი გამონახავენ დროს ჩვენთვის, შვილიშვილებისთვის.

ეს მშვენიერი არსებები ყოველთვის მეორე ადგილას აყენებენ მათ საჭიროებებს.

ბებიები შვილიშვილებზე ფიქრობენ დღე და ღამე, მაშინაც კი, როცა შორს არიან. ვერავინ ვერასდროს გააცნობიერებს, რამდენად ძლიერია ბებიის სიყვარული. (კარენ გიბსი)

ბებიობა სასწაულებრივი გამოცდილებაა. ერთი წუთის წინ დედა იყავი, ახლა კი ბრძენი და ოჯახში ყველაზე უფროსი წევრი ხარ. (პემ ბრაუნი)

რა შეიძლება იყოს იმაზე მშვენიერი, ვიდრე შვილიშვილებია, რომლებიც შენ გარშემო მოუსვენრად დარბიან. (დუგ ლარსონი)

ხდება ისეც, რომ მხოლოდ შვილიშვილის შეძენისას ხვდები, რა არის ნამდვილი სიყვარული.

თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰყავდეს ადამიანი, რომელიც გაგვამართლებს, მიუხედავად ყველა ბრალდებისა. ჩემთვის ეს ადამიანი იყო ბებია. (ფილის ტერუ)

როცა ბებია და ბაბუა ოთახს ტოვებენ, დისციპლინა და მოსმენა ფანჯრიდან მიფრინავს. (ოგდენ ნეში)

ბებია ერთ-ერთი ის უიშვიათესი ადამიანია, რომლის იმედიც ყოველთვის გაქვს.

რასაც მშობლები გვიკრძალავენ, ნებას აუცილებლად დაგვრთავს საყვარელი ბებია.

ბებო ბავშვობის ყველაზე თბილი მოგონებაა.

ბებია წმინდაა.

გიყვარდეთ და გაუფრთხილდით მათ!