24 ივლისს, ბათუმში, ღამის კლუბმა „სფერომ“ მორიგ შთამბეჭდავ მუსიკალურ პრემიერას უმასპინძლა.
საღამოზე კონცეპტArt-მა წარადგინა ჯაზის, კლასიკის, ჰიპ-ჰოპის და ელექტრონული მუსიკის სინთეზით შექმნილი მუსიკალური პროექტი – „მზემ სიყვარულს ბგერა უსურვა“.
22 ივლისს ბათუმში მერაბ სეფაშვილის პროექტის პრემიერა ახალი თაობის მუსიკოსებთან ერთად!
ახალი თაობის საუკეთესო მუსიკოსებმა ყველა თაობისთვის საინტერესო მუსიკა შეასრულეს.
ლუკა თოფურია და ლაშა დეისაძე ხვალინდელ კონცერტს პარაშუტიდან აანონსებენ
მსმენელის წინაშე წარდგნენ ლიზი რამიშვილი, ლუკა თოფურია, ლაშა დეისაძე ბენდთან ერთად [დათო გოგისვანიძე/ ბასი, გიორგი კაპანაძე/ დრამი], მუსიკალური საღამო კი რეპერმა MC ამიკო ნინუამ და DJ თემურიკო დიასამიძემ დაასრულეს.
მუსიკალური საღამოს შთაბეჭდილებებზე სოციალურ ქსელში წერს კონცეპტArt-ის პროექტების კრეატიული პროდიუსერი, სცენარისტი თეო ჯორბენაძე:
„სიყვარული არასდროს გაქრება, პირიქით, ახალი სიცოცხლით გრძელდება. ჩვენი გუშინდელი საღამო ზღვის სანაპიროზე ღამის კლუბში „სფერო“ თემურიკო ნიაზის სიმღერით სცენიდან და ნოდარიკო დარბაზიდან. ძალიან კარგები არიან, ძალიან! აგვისტოში აუცილებლად ვიმეორებთ“, – წერს თეო ჯორბენაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, მუსიკალურ საღამოზე თემურიკო დიასამიძემ და ლიზა რამიშვილმა ოთარ რამიშვილის და ნიაზ დიასამიძის კომპოზიციები შეასრულეს. ლუკა თოფურია, გიორგი კაპანაძე, ლაშა დეისაძე და დათო გოგისვანიძე კი მსმენელის წინაშე საავტორო მუსიკით წარდგნენ.
სოფო მელიქიძის ფოტო
ფოტო: სოფო მიქელაძე