LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული აბედნიერებს – ხუთი ფაქტი სიყვარულის სასარგებლოდ

45

ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით, სიყვარული იმ ქიმიურ პროცესებს ასტიმულირებს თავის ტვინში, რომლებიც მხოლოდ პოზიტუირ ემოციებს იწვევენ ადამიანში. თუმცა, სპეციალისტების განცხადებით, სიყვარული არა მარტო გონებაზე მოქმედებს დადებითად, არამედ მთელ ორგანიზმზეც.

მაშ ასე, რა გავლენას ახდენს სიყვარული ადამიანის ორგანიზმზე?

* სიყვარული, როგორც ტკივილგამაყუჩებელი

მეცნიერების დასკვნით, საკმარისია შეხედოთ საყვარელი ადამიანის ფოტოს და ტკივილი მაშინვე გაგიქრებათ. ამგვარი ეფექტი იმ ქიმიური რეაქციის გააქტიურებით აიხსნება, რომელიც ტკივილის შეგრძნებას ბლოკავს, ოქსიტიცინის ჰორმონის დონის მომატება კი, წნევის დაწევას უწყობს ხელს.

* სიყვარული გულს იცავს

მასშტაბური კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაოჯახებულები უფრო იშვიათად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დავადებებით, ვიდრე მარტოხელები. ქორწინების კიდევ ერთი პოზიტიური ნიუანსია მავნე ჩვევებზე (თამბაქო, ალკოჰოლი) უარის თქმა ჯანსაღი მემკვიდრეების და ოჯახური ბიუჯეტის დაზოგვის სასარგებლოდ.

* სიყვარული დადებითად მოქმედებს ინტელექტზე

სიყვარული, ადამიანში შემოქმედებით ნიჭსა და ფანტაზიას ავითარებს, ხელს უწყობს მოცულობითი ინფორმაციის სწრაფად ათვისებას და ააქტიურებს ანალიტიკური აზროვნების უნარს, რადგან აქტიურდება თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებასა და მოტივაციაზე, აკონტროლებს ვეგეტატიურ ნერვიულ სისტემას, ანუ აძლიერებს ადამიანის პროდუქტიულობას და იცავს მას სტრესისგან.

* სიყვარული აბედნიერებს

ორმხრივი სიყვარული ადამიანში ეიფორიის გრძნობას იწვევს, რადგან  რომანტიკულ გრძნობებსა და სიხარულის ჰორმონს – დოფამინს შორის პირდაპირი კავშირია.

* სიყვარული დადებითად მოქმედებს გარეგნობაზე

შეყვარებულის დანახვაზე, ადამიანი ადრენალინს გამოჰყოფს, რომელიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და მის მიწოდებას სახის კანამდე, რაც უნარჩუნებს მას ელასტიურობას და ბუნებრივად ჯანსაღ ფერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები