LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიურპრიზი მგზავრებისთვის – თვითმფრინავის ბორტზე ნაყინს შემოგთავაზებენ

73
637042360698152612QU

SkyUp Airlines სიახლეს ნერგავს – უკრაინულმა ავიაკომპანიამ მგზავრებს სიურპრიზი გაუკეთა და ამიერიდან მათ თვითმფრინავის ბორტზე ნაყინს შესთავაზებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

SkyUp Airlines-ის ინფორმაციით, ეს უკრაინული ავიაკომპანიისთვის ახალი გამოცდილებაა, რომ ღრუბლებს ზემოთ მგზავრებს ცივი დესერტი  შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-ის მგზავრმა ნაყინსა და ბრაუნზე შეკვეთა რეისამდე 32 საათით ადრე უნდა გააკეთოს. 

SkyUp Airlines: ჩვენ ისევ გიბრუნდებით შეპირებული სპეციალური რეისით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები