სკოლის დამლაგებლებს თბილისური კლასიკური გიმნაზიის სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დიდი სიურპრიზი მოუმზადეს. აქცია, რომელიც მათთვის დაიგეგმა, მიზანია, დაფასდეს იმ ადამიანების შრომა, ვინც ზრუნავს ჩვენ გარშემო სისუფთავესა და უსაფრთხოებაზე. სიუპრიზი ღია ეთერში ტელეკომპანია „იმედმა“ აჩვენა. სკოლის დარბაზში შეიკრიბნენ მოსწავლეები და პედაგოგები, დამლაგებლები კი დირექტორმა თათბირზე დაიბარა, სადაც მათ ბავშვები დახვდნენ – „მადლობა, რომ ჩვენზე ზრუნავთ“ და მსგავსი შინაარსის პლაკატებით დამლაგებლებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა.