ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ლია ხანთაძე იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო. გარდა მშობლიური სახლისა, მან ქმარი და შვილები დატოვა. ლია ხანთაძის თქმით, 4 წლის წინ, საქართველოში ელემენტარული საარსებო პირობებიც არ ჰქონდა, ყავდა სტუდენტი შვილი, რომლის სწავლის თანხასაც ვერ იხდიდა და ამიტომ, იტალიაში სამუშაოდ წავიდა.
“მე საქართველოდან დაახლოებით 4 წლის წინ წამოვედი. დიდ გაჭირვებაში ვცხოვრობდი, დავტოვე ოჯახი, შვილები. 300-400 ლარიანი სამსახურიც ვერ ვიპოვე, ამიტომ, ოჯახური მდგომარეობის გამო, წამოვედი იტალიაში. სტუდენტი შვილი მყავდა და ვერ შევძელი იმ თანხის გადახდა, რაც საჭირო იყო მისი სწავლისთვის. ნათესავის ინიციატვით ჩამოვედი, ის დამეხმარა სამსახურის შოვნაში. ერთ ოჯახში ვიმუშავე 3 წელი და 4 თვე. როდესაც მივედი, ნორმალურად მექცეოდნენ, თუმცა, მოხუცი გარდაიცვალა და აქ შემექმნა პრობლემები. მათ უარი განმიცხადეს კუთვნილი თანხის გადახდაზე. მითხრეს, რომ არ მეკუთვნოდა, რადგან საბუთი არ მქონდა. სიტყვევბით ვერ აღვწერ აქ ყოფნა როგორი რთულია. მინდა წამოსვლა და იმედი მაქვს, შეიცვლება საქართველოში სიტუცია. მთელი ცხოვრება ემიგრაციაში ღმერთმა ნურავინ ნუ გვამყოფოს,“ – უყვება ლია ხანთაძე “ფორტუნას”.
გარდა არსებული პირობებისა, იტალიაში ჩასული ემიგრანტების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი არ არიან საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებული. ასე მოხდა ლია ხანთაძის შემთხვევაშიც. მას იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, დამატებით, გარკვეული ოდენობის ანაზღაურება ეკუთვნოდა, რასაც მას არ აძლევდნენ და არც იცოდა, რა გზით შეიძლება მიეღო ეს თანხა, რადგან ის უსაბუთოდ მუშაობდა.
არც იტალიაში ჩასულ როზა წერეთლს ქონდა ინფორმაცია საკუთრი უფლებების შესახებ. ისიც გაჭირვების გამო ჩავიდა იტალიაში. ამომბს, რომ თავიდან გაუჭირდა შეგუება არსებულ პირობებთან, თუმცა, გააზრებული ჰქონდა, რა სახის სამუშაო ელოდა. პროფესიით მსახიობი, “ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ დაბრუნებაზე ყოველდღე ფიქრობს, თუმცა თვლის, რომ სამშობლოში მას უკეთესი პირობები არ ელოდება.
“ბუნებრივია, როგორც ყველა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო დავტოვე საქართველო და წამოვედი სამუშაოდ. თავიდან გამიჭირდა სამსახურის შოვნა, თუმცა შემდეგ გამიმართლა, ამას გამართლება თუ ქვია და გამოჩნდა სამსახური. აქ არის წესები ანაზღაურებაზე, უფლებებზე. მე კი არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. ორ სამსახურში ისე ვიმუშავე, რომ შრომითი უფლებების შესახებ არაფერი ვიცოდი და შეიძლება ითქვას, რომ ბრმად ვმუშაობდი. დაბრუნებაზე ყოველდღე ვფიქრობ, თუმცა ამაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როდესაც სამუშაო ადგილები შეიქმება და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება,“ – ამბობს როზა წერეთელი.
რა უნდა იცოდეს თითოეულმა ეტალიაში ჩასულმა ემიგრანტმა საკუთარი უფლებების შესახებ. ამ კითხვაზე პასუხი იტალიაში ქართველების ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ლაფაჩიძემ გაგვცა. სწორედ ის ეხმარება ემიგრანტების ნაწილს, უფლებების დაცვაში და ინფორმაციის მიღებაში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ემიგრანტი საბუთიანია თუ ე.წ. არალეგალი, მას იტალიის კანონმდებლობის მიხედვით ეკუთვნის:
- ხელფასი – რომლის ოდენობაც ინდივიდუალური შეთანხმების შედეგად დგინდება;
- მეცამეტე ხელფასი, რომელიც წლის ბოლოს გაიცემა;
- შვებულება – იმ შემთხვევაში თუ ემიგრანტი შვებულებაში არ მიდის, მას 1 ხელფასის ოდენობის ანაზღაურება ეკუთვნის;
- დასვენების დღეები – სამხრეთში ემიგრანტს დღენახევარი ეკუთვნის დასვენება (ხუთშაბათი და კვირა), თუ ისინი ამ დღეებში არ ისვენებენ, მაშინ ეს დღეებიც უნდა აუნაზღაურონ;
- დღესასწაულის დღეებში მუშაობის შემთხვევაში, ორმაგი ანაზღაურება;
- ყველა ემიგრანტს დღიურად ეკუთვნის 7 ევროს ოდენობის საკვები. თუ დასაქმებულს ოჯახი ყოველდღიურად არ კვებავს, მაშინ მას 7 ევრო უნდა გადაუხადონ;
- სამუშაო გრაფიკი კი შემდეგნაირია: ემიგრანტს შეუძლია იმუშაოს დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე, თუმცა, მათ კანონით 2-დან 4 საათამდე დასვენება ეკუთვნით;
“ჯერჯერობთ არ არსებობს მოქალაქეობის მიღების კანონი. ორი კანონი გამოდიოდა ხოლმე, ერთი იყო “Flussi” და მეორე “Sanatoria”, ამ კანონით ემიგრანტები ლეგალდებოდნენ, თუმცა ძალიან დიდი ხანია ეს კანონი აღარ მოქმედებს. დღესდღეობით ერთი კანონია “Azul”, რომლის საშუალებითაც შეიძლება გახდე ლეგალური, თუმცა ესეც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ბარდებიან აზულში, თუმცა ძალიან შრომატევადია ფინალში გასვლა. დღესდღეობით ვინც არის გალეგალებული, ამის საფუძველზეა. პოლიციას არ აქვს მათი გაძევების უფლება. თუმცა, იტალიაში ჩამოსული ემიგრანტების უმეტესობას საბუთის გარეშე უწევს ცხოვება. არალეგალების შემთხვევაში, დასაქმება მაინც ხდება, ჩრდილოეთში ამ კუთხით უფრო სიმკაცრეა, სამხრეთთან შედარებით. რა თქმა უნდა, არალეგალებს ის ანაზღაურება არ აქვთ, რაც ლეგალებს, თუმცა უფლებები იგივე აქვთ. მეტიც, ვინც არალეგალს აიყვანს სამსახურში, ისინი უფრო დიდ დანაშაულს ჩადიან, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო გადასახადებს არ იხდიან, მათ არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა,“ – განმარტა “ქართველთა ასოციაციის პრეზიდენტმა” ნინო ლაფაჩიძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რაც უდნა იცოდეს ემიგრანტმა არის ის, თუ რა ხდება ორსულობის შემთხვევაში. ქალმა, რომელიც 7 თვის ორსულია, უნდა მიმართოს დაწესებულებას “აზლი”. ის მიცემს საბუთს, რომ ნამდვილად ორსულად არის და შემდეგ ე.წ. “კვესტურაში” წარადგენს საცხოვრებელი ადგილის მისამართს, პასპორტის ფოტო ასლს, იტალიურად ნათარგმნ ქორწინების მოწმობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აიღებს 6 თვიან ე.წ. “პერმესოს”, ანუ, ცხოვრების უფლებას. 6 თვით შემდეგ კი, შეუძლიათ მოითხოვონ ამ უფლების გახანგრძლივება.