LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიტყვები არ მეყოფა მადლიერების გამოსახატავად“ – თორნიკე შენგელია ილიას ზუროსს ემოციურად ემშვიდობება

154
ფორტუნა - 2023-09-14T223125.400

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი ილიას ზუროსს დაემშვიდობა და ეროვნული გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან ერთად გატარებული წლები შეაფასა.

 „სიტყვები არ მეყოფა მადლიერების გამოსახატავად. ყველაფერი რაც ამ სპორტისთვის, ჩვენი ნაკრებისა და ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ, არასდროს დაგვავიწყდება.

ჩვენთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება ის რვა წელი, როცა ერთად ვმუშაობდით და შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. თქვენ ხართ და ყოველთვის იქნებით ქართული კალათბურთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

თქვენ მოგვეცით ყველაფერი, რისი გაღებაც შეგეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის ეს თავი დასრულდა, ჩვენი კავშირი და ურთიერთობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება.

ჩვენ გვიყვარხარ და პატივს გცემთ, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს თქვენს მშვენიერ ოჯახთან ერთად!

დიდი სიყვარულით, მწვრთნელო!

თქვენი კაპიტანი და რაც მთავარია, თქვენი მეგობარი!“ – წერს თორნიკე შენგელია.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი აღარ იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები