LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტყვა, რომელზეც ამბავი ატეხეთ, სულხან-საბას ლექსიკონში ნიშნავს ჩიტს – სამგორის გამგებელი

167
ჩითი 3

სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ 20 ივნისს გამართულ აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კომენტარი განმარტა.

მისი თქმით, მას აქციაზე მისული მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ეს სიტყვები სხვა მნიშვნელობით გამოიყენა.

„ჩემი Facebook არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო. ჩემი Facebook-ჯგუფი არის დახურული – ვინ გახსნა, როდის გახსნა, მე ეს არ ვიცი.

სამგორის გამგებელი: “ჩემი თაობიდან ვინც აქციაზე მივიდა, მაგარი სი*ები და ქვეყნის მტრები ხართ, ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ”

ის სიტყვა, რომელზედაც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ.

ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები… სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი.

უგზო-უკვლოდ მფრინავი ჩიტების – ჩვენს მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი, ვუგებთ ერთმანეთს“, – თქვა კახა სამხარაძემ.

კახა კალაძე სამგორის გამგებლის პოსტზე: ეს მისი პირადი გამოხატვის უფლებაა, თუმცა, სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია

ცნობისთვის, ფეისბუქპოსტი, სადაც სამხარაძემ აქციის მონაწილეები სი…რებად მოიხსენია, მოგვიანებით წაშალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები